"EPP–ს მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება"
02/06/2022 08:45:52 პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს განაცხადებზე კომიტეტის შეფასებას ევროკავშირის კომისიასთან განიხილავს.
"EPP–ს მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება", – წერს მაკალისტერი სოციალურ ქსელში.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


