"ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით"
02/06/2022 08:58:17 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით".
"ახლა ნამდვილად არის სიმართლის მომენტი ევროკავშირისთვის, მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ მომენტში, კავშირმა ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით", – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის "პოსტს" აქვეყნებს.
დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს განაცხადებზე კომიტეტის შეფასებას ევროკავშირის კომისიასთან განიხილავს.
"EPP–ს მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება", – წერს მაკალისტერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


