საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში შესვლის წესები შეიცვალა
02/06/2022 13:55:17 პოლიტიკა
თურქეთში შესასვლელად Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00,
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26.
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.


