ზურაბიშვილი – გვარამიას განაჩენზე: "პოლიტიკურად არ მიმაჩნია, რომ დროული იყო"
02/06/2022 19:16:31 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, შეაფასოს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხი.
"მე არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება... მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა, გადადებულიყო, პოლიტიკურად არ მიმაჩნია, რომ იყო დროული... ვიცი, რომ იყო სხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მას არ უსაუბრია, აპირებს თუ არა, შეწიყალოს გვარამია.
16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და პოლიტიკური დევნა გამორიცხეს.


