Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "ევროპარლამენტარებზე უმრავლესობისგან დაუფიქრებელი განცხადებები გვესმის"

ზურაბიშვილი: "ევროპარლამენტარებზე უმრავლესობისგან დაუფიქრებელი განცხადებები გვესმის"

03/06/2022 05:47:39 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ევროპარალემნტარების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

"პალიტრანიუსის" ეთერში მას წამყვანმა ჰკითხა ევროკავშირის ელჩის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტად მომზადება შეეძლო.

"ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათა შორის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. თქვენ ახლა მეკითხებით, რა გავაკეთეთ თუ რა არ გავაკეთეთ და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება პირველი შეფასება კომისიის და შემდეგ, ალბათ, ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია...

არ შეიძლება, ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირი" უწოდა.

"სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბებენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ - ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა რაღაც ჯგუფი. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც ვთქვი, მათ შორის, ბრიფინგზე, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი", - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S