"მედიაში გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს"
03/06/2022 07:44:00 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხება.
„სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს და ასევე პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურეს ისინი და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას", - ნათქვამია ანგარიშში.


