Accentnews.ge
პაპუაშვილი - ზურაბიშვილზე: "მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს პროცედურები რა დროში ჩატარდეს"

პაპუაშვილი - ზურაბიშვილზე: "მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს პროცედურები რა დროში ჩატარდეს"

03/06/2022 09:57:29 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს".

"რაც შეეხება იმას, სათანადო დროს იყო ეს თუ არ იყო, აქ მგონი, ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებას ვერავინ ვერ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. მე მიკვირს ასეთი შეფასება, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და როდის გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ასე მოიქცეოდა, ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს პოლიტიზება. თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას, როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს",- ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისათვის: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S