Accentnews.ge
"თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიიდან შეშინებული გადის"

"თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიიდან შეშინებული გადის"

03/06/2022 11:20:32 პოლიტიკა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიის რეგიონს შეშინებული ტოვებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს რუსეთი და ყველა პრორუსული ძალა საქართველოს ინტერესების საზიანოდ გამოიყენებს.

"დღეს თუ ევროკავშირმა ტექნიკური წვრილმანი მიზეზების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს აპრიორი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამას რუსეთი, ყველა პრორუსული ძალა ჩათვლის მწვანე სიგნალად, რომ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთი გადის და გადის შეშინებული. ამიტომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ არავითარი ტექნიკური მიზეზის გამო", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S