Accentnews.ge
"დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"

"დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"

03/06/2022 11:31:30 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ "დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი".

მისი თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავენ განსაკუთრებულ ნაბიჯებს და აქტიურობას, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

"დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის უნდა იყოს აქტიური. ჩვენ ვიცით, რომ პროცესებს განსაკუთრებით მართავს ბიძინა ივანიშვილი. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ გაეუმჯობესებინათ სიტუაცია ისე, რომ ევროკავშირის არცერთ პოლიტიკოსს არ გასჩენოდა ეჭვები. მაგრამ დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო, ეს ლამაზი ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამჯერად ძალიან ძნელია სიტუაციის შეცვლა, გარდა ერთი ამბისა, უნდა ვკითხოთ ქართველ ხალხს, ნამდვილად უნდა ასეთი მოცემულობა? ასეთი პრეცედენტი ევროპულ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარამენტარის თქმით, "დღეს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს არის მიუღებელი ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის".

მან აღნიშნა, რომ "EPP-ს ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე სიმბოლურად ცარიელი სკამი დატოვეს, იმის იმედად, რომ ის მალე დაუბრუნდება პარტიას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S