ევროპარლამენტმა მომავალი კვირის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეიტანა საკითხი საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის თაობაზე
03/06/2022 12:29:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მომავალი კვირის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეიტანა საკითხი საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის თაობაზე.
დოკუმენტს ევროპარლამენტარები 8 ივნისს განიხილავენ, ხოლო მეორე დღეს კენჭს უყრიან.
რეზოლუციის სახელწოდებაა "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევა".


