ღარიბაშვილი – კანდიდატის სტატუსზე: "ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს"
03/06/2022 13:34:40 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხე საუბრისას აცხადებს, რომ თბილისმა მისი საშინაო დავალება უკვე შეასრულა და ახლა ევროკავშირის ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსის მინიჭება/არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ მეგობრებთან, პირადად ვესაუბრები ჩემს კოლეგებს. მრავალი შეხვედრა, სატელეფონო ზარი მქონდა. ორი კვირის წინ ვიყავი ბრიუსელში, შევხვდი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს. ჩემი გზავნილი ასეთია, ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება. ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს", – განაცხადა, ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


