Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი: "ევროკავშირი დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ვერ იარსებებდა"

საფრანგეთის ელჩი: "ევროკავშირი დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ვერ იარსებებდა"

03/06/2022 13:59:21 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, სასამართლოს მდგომარეობა საკვანძო კრიტერიუმია იმის შესაფასებლად, მზადაა თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის.

“დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იარსებებდა, იმიტომ რომ ევროკავშირი დგას ადამიანებისთვის ბოძებულ უფლებებზე და ამ უფლებების დამცველ მოსამართლეებზე”, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.

ევროკავშირი გაფართოვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წევრობის მსურველი შეასრულებს ყველა აუცილებელ პირობას, განმარტავს დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ელის ბლოკის გადაწყვეტილებას. ერთ–ერთი საკითხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მწვავედ დგას, სწორედ პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S