Accentnews.ge
"აშშ–სთან ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება"

"აშშ–სთან ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება"

03/06/2022 14:51:42 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ამის შესახებ მან ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ საუბრისას განაცხადა.

"ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში. აშშ ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის – სამხედრო პირების, ჯარისკაცების – წვრთნებსაც ატარებს. აშშ ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S