Accentnews.ge
წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

06/06/2022 06:04:20 პოლიტიკა

წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.

ზარქუას თქმით, წალენჯიხის მერ გიორგი ხარჩილავას სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

იგი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს.

"მიზეზი გახმაურებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაკარგვია და ეს პროექტები განხორციელდება, ირიბად თუ პირდაპირ გარკვეულწილად მქონდა პასუხისმგებლობა, როგორც კომისიის თავმჯდომარეს" , - ამბობს ზარქუა.

ცნობისთვის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამა საკრებულოს დაგვიანებით გადაუგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S