აუდიტის მიმართვის საფუძველზე „ალტ-ინფო" 216 000 ლარით დაჯარიმდა
06/06/2022 08:11:38 პოლიტიკა
აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პარტია „ალტ-ინფო” 216 000 ლარით დააჯარიმა.
უწყება „ალტ-ინფოს“ 2021 წლის დეკლარაციის არასრულად შევსებასა და არაფულადი შემოწირულებების დამალვას ედავებოდა.
აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯებმა 72 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, „ალტ-ინფო” სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„პარასკევს დაწერეს ეს ჯარიმა, დაახლოებით 220 ათასი ლარია, ზუსტად არ მახსოვს. [...] შარი მოგვდეს. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ, გადავიხადო”, – განაცხადა „TV პირველთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ.


