Accentnews.ge
ბერძენიშვილი ინციდენტის დეტალებს იხსენებს: "მითხრა, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმაო, მერე გადავიდა გინებაზე"

ბერძენიშვილი ინციდენტის დეტალებს იხსენებს: "მითხრა, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმაო, მერე გადავიდა გინებაზე"

06/06/2022 09:36:31 პოლიტიკა

პოლიტიკოსები ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, ინციდენტის დეტალებს იხსენებენ.

როგორც დავით ბერძენიშვილი ჰყვება, თავდამსხმელები არ მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით:

"მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ, თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით. [...] მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევითო. მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე. [...] გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრიდანაა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. [...] მე არავის საციხოდ გამმეტებელი არ ვარ, მაგრამ ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით, ამაში მე დარწმუნებული ვარ“.

ხათუნა სამნიძის თქმით, მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

"მოვდიოდით ფეხით მე და დათო ბერძენიშვილი და ორი ადამიანი მოვიდა, ჯერ ლაპარაკი დაუწყეს დათოს, შემდეგ გადავიდნენ გინებაზე, შეურაცხყოფაზე და მერე უკვე დედის გინებაზე და ხელით გამოწევაზე. დათოსაც და მეც ფიზიკურად შეგვეხნენ".

ამასთან, დეპუტატი ჰყვება, რომ თავდამსხმელი პოლიციის თანდასწრებითაც ემუქრებოდა:

"ველოდები საგამოძიებო სამსახურს. ჯერ როგორც ჩანს მანქანაში ჩასვეს, უნდოდათ წაყვანა და მე ვთქვი, არანაირი გარიდება მეთქი, ესენი უნდა დაისაჯონ. ამის მერე, როდესაც ვთქვი, რომ ესენი უნდა დაისაჯონ მუქარის გამო, ამის მერე, კიდევ პატრულის წინ მემუქრებოდა და ეს უკვე პატრულმაც გაიგო".

სამნიძისა და ბერძენიშვილის მხრიდან თავდასხმაში მხილებული ორივე პირი პატრულის მანქანაშია მოთავსებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S