Accentnews.ge
"ევროპელი კოლეგები გაოცებულები მიყვებოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე"

"ევროპელი კოლეგები გაოცებულები მიყვებოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე"

06/06/2022 10:32:16 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ვიზიტებითა და შეკვეთილი სტატიებით ცდილობს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, "სჯერა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ".

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქედან ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ამ დიდი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S