Accentnews.ge
"არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში"

"არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში"

06/06/2022 10:45:32 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ჰქონია ისეთი დიდი გამოწვევა, როგორც სადღეისოდ აქვს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მშვიდად, მტკიცედ და წყნარად დაელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. [...] პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება. ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად. ახლა ჯერი არის ევროკავშირზე. მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად გვესმის და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ბუნებრივია, არ არის მარტივი სიტუაცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპაში სიდიდით ყველაზე დიდ სახელმწიფოში – უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, არამარტო უკრაინასა და მის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, არამედ – ევროპის მთელი უსაფრთხოების არქიტექტურას. რეალურად ეს არის დიდი გამოწვევა მთელი მსოფლიო წესრიგის, ამიტომ ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში. და მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს პრობლემებისა, რომლებიც უკავშირდება ომს და ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ, საქართველომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი იქნება საქართველოში. ჩვენ და ჩვენს ხალხს, გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაზე აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებს. მეორეს მხრივ, მივყვებით დასახულ გეგმას. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არის ასოცირების შეთანხმება, რომლის 45% შესრულებული გვაქვს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 50%-ზე მეტი შევასრულეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S