Accentnews.ge
"სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული"

"სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული"

06/06/2022 10:50:23 პოლიტიკა

"გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ახლახან ვიყავით ბრატისლავაში და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, "საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული":

„პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ძალიან სასიხარულო. ქვეყანაში არის პოზიტიური დინამიკა. შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა. აპრილში არ ველოდით ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს დადებითი დინამიკა და ჯამში 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა. სრულად აღდგენილია ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ჩვენი ქალაქები სავსეა ტურისტებით და ეს გვახარებს. ასევე იზრდება ექსპერტი. ბიზნესის ბრუნვა არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ისევე, როგორც მთლიანი ბიზნეს სექტორი და შეადგინა 38,6 მილიარდი ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც 8,2%-ით გაზრდილია ბიზნეს სექტორში და ეს არის დაახლოებით 50 000. საშუალო ხელფასის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი.

ასევე გეტყვით, რომ სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული - 17,5% შეადგინა და ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის, გეტყვით, რომ 2010 წელს სიღარიბის დონე იყო 38%, ხოლო 2012-ში, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო 34%. ეს არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

მაგალითად, თურქეთში ინფლაცია იყო 73%. ევროპაში ის არის პიკზე - თითქმის ყველგან ის ისტორიულ მაქსიმუმზეა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში. მოლდოვაში, ჩვენს კოლეგა ქვეყანაში არის 27%. ესტონეთში 18%, რუსეთში 17%, ბელარუსში 16%, მეზობელ ქვეყნებშიც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა - აზერბაიჯანში 12,8%, ხოლო სომხეთში 9%-მდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S