Accentnews.ge
კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმსა და სხვა უწყებებში სტაჟირების ვაკანსიები გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმსა და სხვა უწყებებში სტაჟირების ვაკანსიები გამოაცხადა

06/06/2022 12:03:56 პოლიტიკა

კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმსა და სხვა უწყებებში სტაჟირების ვაკანსიები გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია, საიდანაც 105 საქართველოს ეროვნული მუზეუმშია.

„სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით. სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორი დამადასტურებელ ცნობას მიიღებს. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში", –აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მისი ცნობით, კონკურსის ფარგლებში სამინისტროს აპარატში ცხადდება 12 ანაზღაურებადი და 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო უწყების ორგანიზაციებში ჯამურად 114 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 116. მათ შორის არის.

სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 26 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გიდი, იურისტი, ადამიანური რესურსების მართვა, საქმისწარმოება, პროექტის კოორდინატორი/ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.

სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 17 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: რესტავრატორი, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S