Accentnews.ge
პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს

პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს

06/06/2022 15:43:12 პოლიტიკა

9 ივნისს პარლამენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, დეპუტატ ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა განმარტებისას, თუ რა საკითხებზე იმსჯელა დღეს უმრავლესობამ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

„ხვალიდნელი დღე ტრადიციულად გაიხსნება პოლიტიკური განცხადებებით და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად იქნება კენჭისყრა. გუნდის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ნათია თურნავას ჩვენი მხარდაჭერა ექნება.

ოთხშაბათს გვექნება პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელსაც რეგლამენტის თანახმად, მთავრობის სრული შემადგენლობა ესწრება.

ხუთშაბათს განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, მიმდინარე კანონპროექტებს და განვიხილავთ პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იქნება კენჭისყრები, ამის შემდეგ იქნება „მინისტრის საათი“ და პარლამენტში თავდაცვის მინისტრი წარსდგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, ზაალ უდუმაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და როგორც თავად განაცხადა, საქმიანობას მედიაში გააგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S