Accentnews.ge
"სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს"

"სააკაშვილმა ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები გამომატანა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს"

06/06/2022 15:48:50 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი პერსონალური წერილები გამოატანა.

მისი თქმით, სააკაშვილი პირადი კონტაქტებით ცდილობს, ყველას შეეხმიანოს და მათგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას ითხოვს.

“მიხეილ სააკაშვილს დღეს პრაქტიკულად სამუშაო დღე ჰქონდა. უამრავი პერსონალური წერილი გამომატანა. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე ცნობილი ქართველი ევროპაში და თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს, ყველას შეეხმიანოს და მათ გაუგზავნოს წერილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება, იყოს ისტორიული და საბედისწერო, რომლის მოლოდინი ყველას თანაბრად გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, მოეხერხებინა თავისი კავშირებით და ურთიერთობებით ეთქვა მთავარი სათქმელი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ის ითხოვს, უპირობოდ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ არიან წერილის ადრესატები, ხერხეულიძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს სახელი და გვარების თქმის უფლება.

“ეს არის ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილები, რაც მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S