Accentnews.ge
"წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში პრორუსული, ძალადობრივი, ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება სპონტანური და არამართული იყოს"

"წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში პრორუსული, ძალადობრივი, ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება სპონტანური და არამართული იყოს"

06/06/2022 17:35:37 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართულ პროცესს უწოდებს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურებას და ფიქრობს, რომ მიზანი ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლაა.

"ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული.

ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან. ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო.

სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს",– წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს "რესპუბლიკელმა" ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მას და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო. დღესვე ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ ევროკავშირის საელოსთან, მიიტაცენ ელჩების ფოტოები შეურაცხმყოფელი კომენტარებით და მათი ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს. ამასთან, სცადეს, დაეწვათ ევროკავშირის დროშა. ადგილზე ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S