Accentnews.ge
"უკეთესი იქნებოდა, პაპუაშვილს მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის დაუბრუნდეს "მიშელის შეთანხმებას"

"უკეთესი იქნებოდა, პაპუაშვილს მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის დაუბრუნდეს "მიშელის შეთანხმებას"

07/06/2022 08:07:29 პოლიტიკა

"პაპუაშვილს შემიძლია ვუთხრა, უკეთესი იქნებოდა ქალბატონი მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომელშიც იტყოდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის დაუბრუნდეს "მიშელის შეთანხმებას" და შედგეს "ჟან მონეს დიალოგი", - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "მიშელის შეთანხმების" ჩაშლა ევროპაში იმ პრობლემათა სიაშია შესული, რომელიც საქართველოშია.

„ჟან მონეს დიალოგი" არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც ჩადებული იყო "მიშელის შეთანხმებაში", რომელიც ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. ეს საკითხი შესულია პრობლემათა სიაში. "ჟან მონეს პოლიტიკური დიალოგი", როგორც ინსტრუმენტი გამოიყენება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში. ბატონ პაპუაშვილს ცარიელი სიტყვების ნაცვლად შეეძლო დაემტკიცებინა საკუთარი ნაბიჯებით, რაც მას ხელეწიფება როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ვგულისხმობ "ჟან მონეს დიალოგის" შექმნას, რომ მის პოლიტიკურ ძალას მართლაც სურს კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: შალვა პაპუაშვილმა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S