Accentnews.ge
"კონსენსუსია ევროპარლამენტში, რომ ოლიგარქიული მმართველობა ჩვენს ქვეყანას ართმევს განვითარების შანსს"

"კონსენსუსია ევროპარლამენტში, რომ ოლიგარქიული მმართველობა ჩვენს ქვეყანას ართმევს განვითარების შანსს"

07/06/2022 08:18:48 პოლიტიკა

"კონსენსუსია ევროპარლამენტში, რომ ოლიგარქიული მმართველობა ჩვენს ქვეყანას ართმევს განვითარების შანსს და მათ შორის ამ აზრზეა სოციალისტური პარტიაც, რომლის წევრია "ქართული ოცნება", - ასე ეხმიანება „ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 9 ივნისს განიხილავს.

სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "მიმდინარე კვირაში პირველ გზავნილებს მოისმენენ ევროპარლამენტიდან იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გარდა, ზემოქმედების რაიმე სხვა ბერკეტი ოლიგარქიულ რეჟიმზე ევროკავშირს აღარ რჩება".

"დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუციაში ევროპარლამენტი დააფიქსირებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და მეორეს მხრივ, ძალიან მკაფიო ჩანაწერს გააკეთებს როგორც ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის დანაშაულში არის თანამონაწილე, როგორიც არიან მაგალითად მოსამართლეები. ჩვენ და ევროპაში ჩვენი მეგობრებიც ხედავენ, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქართველ ხალხს ართმევს არჩევანს და იმის მიუხედავად, რომ იმედი გვაქვს კანდიდატის სტატუსს მისცემენ საქართველოს, უნდა გვესმოდეს არავითარი შემდგომი პროგრესი ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება", – განაცხადა სამადაშვილმა.

EPP–ს რეზოლუციის პროექტი ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად მოიცავს ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც,- იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S