Accentnews.ge
"მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც დაუდებენ"

"მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც დაუდებენ"

07/06/2022 09:41:56 პოლიტიკა

“ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები შემაშფოთებელია.

"მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც დაუდებენ და შიგნით რა წერია, არ უნდა ჩახედოს - ამას გვეუბნებიან. პოლიტიკურ ენაზე გვეუბნებიან, ჩვენს ერთპიროვნულ მმართველობაში ნურავინ ნუ ჩაერევითო, მათ შორის გარეთაცო. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ერთპიროვნული და ავტორიტარული მმართველობისკენ. საპარლამენტო მოდელზე რომ გადავედით, ამით მთავრობას კი არ ვეჩუქეთ და ვაჩუქეთ საქართველო, არამედ დავანაწილეთ ძალაუფლება. წინ საინტერესო პროცესი გველოდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S