Accentnews.ge
"ელჩებს შორის, რომელთა დანიშვნაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა, დავით ბაქრაძე და კახა იმნაძე არიან"

"ელჩებს შორის, რომელთა დანიშვნაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა, დავით ბაქრაძე და კახა იმნაძე არიან"

07/06/2022 10:36:42 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

როგორც მან აღნიშნა, ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა:

„პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო".

მისი თქმით, "ელჩებს შორის, რომელთა დანიშვნაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა, დავით ბაქრაძე და კახა იმნაძე არიან"

„პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S