Accentnews.ge
ბერძენიშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს

ბერძენიშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს

07/06/2022 10:40:23 პოლიტიკა

„რეპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს.

„კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც. რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ რომელიმე ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მით უმეტეს ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ. [...] კობახიძეს პირადად რა უნდა ვუთხრა, მაგ ხალხთან სათქმელი ნათქვამი მაქვს კაი ხანია. მოვედი პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი კობახიძის კი არ არის, ჩემი ძალიან შინაური გარემოა, ნახევარი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ყველა თან აქ ხართ, მას რომ მიაჩნია მის ტერიტორიაზე ვლაპარაკობ, თუ გნებავთ დაუძახეთ, გადაეცით ჩემგან, დავდგეთ მე და კობახიძე და აქვე ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავმართოთ დებატები იმ საკითხზე, რაც დღეს მან წამოსწია, გადაეცით ჩემგან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ "ძმებ ბერძენიშვილებს გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ". მას პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტი არ დაუგმია.

მისი თქმით, "იმისთვის რომ იდენტობა შეარყიო უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას, ეს კი არიან დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია".

"ენმ ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S