იტალიის პრეზიდენტი: "საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია, მხარს ვუჭერთ მის მისწრაფებას, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი"
07/06/2022 11:05:52 პოლიტიკა
"იტალია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი", - ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოსა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია.
მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა:
"შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ".
სერჯო მატარელამ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


