Accentnews.ge
ბერძენიშვილი – კობახიძეზე: "ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა - ჩვენს სიწმინდეებს, იდენტობას ერჩითო"

ბერძენიშვილი – კობახიძეზე: "ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა - ჩვენს სიწმინდეებს, იდენტობას ერჩითო"

07/06/2022 12:00:34 პოლიტიკა

„რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე – ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ“, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

დავით ბერძენიშვილის თქმით, კოლექტიური კობახიძეა „ქართული ოცნება“.

„პრაქტიკულად ხელისუფლება ეუბნება მის „ორკებს“ რომ ხსნილია, რომ „სიწმინდეებს გვიბღალავენ, იდენტობას ვიცავთ“. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც მე გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა კაცმა – ჩვენს სიწმინდეებს ერჩით, ჩვენს იდენტობას. ეს არის ის ტექსტები და ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ კოლექტიური კობახიძეა „ქართული ოცნება“, არიან „ორკები“ და „ორკების“ კოლექტიური სახელი. რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე – ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ "ძმებ ბერძენიშვილებს გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ". მას პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტი არ დაუგმია.

მისი თქმით, "იმისთვის რომ იდენტობა შეარყიო უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას, ეს კი არიან დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია".

"ენმ ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S