Accentnews.ge
"ნიკა მელია არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ლიდერი"

"ნიკა მელია არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ლიდერი"

07/06/2022 13:52:00 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას შეცდომით მოიხსენიებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს.

„ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს. მინდა ყველას ვუთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა – დანიშნული პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი“, –აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

სააკაშვილის თქმით, თვითონ „საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული“ პოლიტპატიმარია, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და ძალიანაც რომ მოინდომოს, შეუძლებელია რამე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა მოახერხოს.

„მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე“, – დასძენს სააკაშვილი.

ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა თქვა, რომ პარტიის ბევრად უფრო აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S