Accentnews.ge
"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის"

"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის"

07/06/2022 14:47:03 პოლიტიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს დღევანდელ სახელისუფლებო წყობაში არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომელ ქვეყანაში ვინ იქნება უკეთესი ელჩი.

"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება უკეთესი [ელჩი], რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, რამდენჯერმე გვქონდა საქართველოს მთავრობას შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ამა თუ იმ კონკრეტული კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი მაინც იტოვებს უფლებას, რომელიც არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, საქართველოს მთავრობამ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა განმარტოს და თქვას, საქართველოს მთავრობა კითხულობს სწორად საკონსტიტუციო ფორმას თუ საქართველოს პრეზიდენტი", - აცხადებს წულუკიანი.

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S