Accentnews.ge
პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

08/06/2022 06:59:37 პოლიტიკა

პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს.

„8 ივნისს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S