Accentnews.ge
"ოცნებაში" სახალხო დამცველის შეფასებას გვარამიას საქმეზე "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ

"ოცნებაში" სახალხო დამცველის შეფასებას გვარამიას საქმეზე "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ

08/06/2022 08:37:15 პოლიტიკა

"ოცნებაში" სახალხო დამცველის შეფასებას "მთავრი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას საქმეზე "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის განცხადება კი დაუსაბუთებელია:

"განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი ცოტა "შორს მიმავალია", არ მგონია რელევანტური იყოს, უფრო ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით. ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე სამართლებრივს. ეს უფრო მეტად არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა უკუღმა".

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ "სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას":

"დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული იმისთვის, რომ მოხდეს სტატუსის მინიჭება ქვეყნისათვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი, ან ორი პატიმარი ახსენდება. მე კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად იცის, ამ შემთხვევაში პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არის მისი პრობლემა, ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს".

რაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა":

„ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური. მაგრამ ვერ ქნა. რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია. მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა მილიონებისთვის, არამედ რამდენიმე ათასის ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში, თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე".

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S