Accentnews.ge
"ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა"

"ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა"

08/06/2022 09:13:16 პოლიტიკა

ნატო–ს ყოფილი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ "ალიანსმა 2008 წელს შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP)არ მისცა".

"ნატო-ში MAP–ზე პოზიციების გაყოფამ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, რომელიც საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში, ალიანსის სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე შეცდომა იყო სუსტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, როდესაც შემოღებული იქნა „რბილი“ სანქციები. ასეთმა პოლიტიკამ რუსეთის პრეზიდენტს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა მიწის ძალით მიტაცება თითქმის ყოველგვარი ფასის გარეშე", – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, "პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით":

"ბატონი პუტინისთვის იმიჯის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების დამარცხება უკრაინაში", – დასძინა მან.

როგორც მან აღნიშნა, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, იგი არ გაჩერდება:

"უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, იგი არ გაჩერდება. იგი გააგრძელებს ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ასევე ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და ბრძოლის განწყობაც აქვთ. ჩვენი მოვალეობაა, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S