Accentnews.ge
"საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა კიევს"

"საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა კიევს"

08/06/2022 09:25:09 პოლიტიკა

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა დაუდასტურა.

“საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეზოლუციაში, რომელიც დღეს პაპუაშვილმა ახსენა, რუსეთი, როგორც აგრესორი, ნახსენები არ იყო. რეზოლუციის თანაავტორი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მისი წარდგენისას აცხადებდა, რომ “რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S