Accentnews.ge
"ბურთი "ოცნების" მოედანზეა, სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ, თუ დემოკრატიულ უკუსვლას შეწყვეტთ"

"ბურთი "ოცნების" მოედანზეა, სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ, თუ დემოკრატიულ უკუსვლას შეწყვეტთ"

08/06/2022 10:24:23 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს, როგორც კი ქვეყნის მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას.

მისი თქმით, ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს სიცოცხლით სავსე, ევროპული საზოგადოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის მინიჭებას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას. ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა", - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირს წევრობის განაცხადი ოფიცილურად წარუდგინეს, ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციები მიიღო. რაც შეეხება საქართველოს, ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი დოკუმენტი ჯერ–ჯერობით არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S