Accentnews.ge
ევროკომისია საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო მხარდაჭერის ზრდას გეგმავს

ევროკომისია საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო მხარდაჭერის ზრდას გეგმავს

08/06/2022 10:36:12 პოლიტიკა

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას".

ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები მოიცავს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ეკოლოგია, კავშირგაბმულობა, ციფრული სფერო, ადამიანთა შორის კონტაქტები.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ. ეს ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილურობის შესაძლებლობების გაზრდას", – განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S