Accentnews.ge
ევროპარლამენტარი მის შესახებ გაკეთებულ ფოტომანიპულაციაზე: "თუ "ოცნებას" მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, ვშიშობ, მცირეა იმედი საქართველოსთვის ევროკავშირში"

ევროპარლამენტარი მის შესახებ გაკეთებულ ფოტომანიპულაციაზე: "თუ "ოცნებას" მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, ვშიშობ, მცირეა იმედი საქართველოსთვის ევროკავშირში"

08/06/2022 11:05:47 პოლიტიკა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ეხმიანება მის შესახებ საქართველოში გაკეთებულ ფოტომანიპულაციას და აცხადებს, რომ „თუ „ქართული ოცნების“ მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლის ჩვეული სქემით, ვშიშობ, მცირეა იმედი საქართველოსთვის ევროკავშირში“.

აღნიშნული კომენტარი ევროპარკამენტარმა დეპუტატ სალომე სამადაშვილის "პოსტზე" დაწერა, რომელსაც გაზიარებული ჰქონდა „პოლიტიკური სატირის“ შემდეგი ფოტომანიპულაცია, რომელიც დასპონსორებულია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 7 ივნისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების — ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და „დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S