Accentnews.ge
სააკაშვილის ყოფილი ლობისტი აშშ-ში უცხოეთის აგენტად ახლა დარეგისტრირდა

სააკაშვილის ყოფილი ლობისტი აშშ-ში უცხოეთის აგენტად ახლა დარეგისტრირდა

08/06/2022 18:56:52 პოლიტიკა

ფლორიდის გუბერნატორის რონ დე სანტისის პრეს–სპიკერი კრისტინა პუშოუ ამ კვირაში გატარდა რეგისტრაციაში როგორც უცხოეთის აგენტი,– ამის შესახებ, The Washington Post –ის ცნობით, პუშოუს ადვოკატმა მაიკლ შერვინმა განაცხადა.

მისი თქმით, 2018-2020 წლებში პუშოუ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილისთვის და გასამრჯელოს სახით 25 ათასი დოლარი.

ადვოკატის თქმით, პუშოუს ამოცანაში შედიოდა პუბლიკაციების მომზადება, მხარდამჭერებთან და ოფიციალურ პირებთან კონტაქტების დამყარება და სააკაშვილის მხარდამჭერი საქმიანობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებში.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პაშოუმ დაუყოვნებლივ შეიტანა უცხოეთის აგენტის შესახებ რეგიგისტრაციაზე განაცხადი, როგორც კი შეიტყო, რომ ეს უნდა გაეკეთებინა.

აშშ-ის უცხოეთის აგენტების შემზღუდავი აქტი (FARA) მოითხოვს, რომ უცხოეთის მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციისთვის მომუშავე პირები უცხოეთის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S