Accentnews.ge
"ევროპარლამენტის დებატებმა დაადასტურა, რომ ევროპული მომავლისთვის მთავარი დაბრკოლება ივანიშვილი და "ოცნებაა"

"ევროპარლამენტის დებატებმა დაადასტურა, რომ ევროპული მომავლისთვის მთავარი დაბრკოლება ივანიშვილი და "ოცნებაა"

09/06/2022 06:31:44 პოლიტიკა

"ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - ასე ეხმაურება პარტია "ლელო" ევროპარლამენტარების დებატებს საქართველოში არსებულ მედია გარემოსთან დაკავშირებით.

პარტიაში აცხადებენ, ოცნების" დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, მის მიმართ უმწვავესი კრიტიკა არ ისმოდეს.

"ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ოლიგარქიული მმართველობა, ჟურნალისტების დევნა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს. დებატებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყავს უამრავი მხარდამჭერი ევროპული პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში. ჩვენ დღეს, ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან არაეთხელ გავიგეთ მოწოდება - ”მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი” - ევროპელი პოლიტიკოსების ეს აბსოლიტური მხარდაჭერა, მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. მაგრამ, "ქართული ოცნების" დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მის მიმართ არ ისმოდეს უმწვავესი კრიტიკა, მათ შორის მათი პარტნიორი "სოციალისტების და დემოკრატების" პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან. დღევანდელი დებატების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ლელოს" შეთავაზება, რომ "ქართული ოცნება" დაუყოვნებლივ დაბრუნდეს 19 აპრილის "მიშელის შეთანხმებაში", ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად - და მათ შორის შეიწყალოს პოლიტიკური მოტივებით გასამართლებული ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი წარმოადგენს აუცილებელ პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისადმი და ერთადერთ გონივრულ გზას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივის გადასარჩენად", - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S