აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს
09/06/2022 06:41:16 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატარონ, რომელზეც ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ იქნება, რომ გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა, რათა გახდეს ძლიერი დემოკრატია", - განაცხადა დონფრიდმა.
რაც შეეხება "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხს, დონფრიდმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი დემოკრატიისთვის თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს".


