Accentnews.ge
კინზინგერი: "საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია რუსეთის წინააღმდეგ"

კინზინგერი: "საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია რუსეთის წინააღმდეგ"

09/06/2022 07:32:58 პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან აშშ-ში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია რუსეთის წინააღმდეგ", – წერს კონგრესმენი.

თავის მხრივ, შეხვედრას ქართული მხარეც ეხმიანება.

„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ხსენებული კანონპროექტის გატანა მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო რეგიონში შექმნილი კრიზისისა და საფრთხეების ფონზე. ელჩმა კონგრესმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი გაწეული მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“, აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს ელჩის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ "პოსტში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S