Accentnews.ge
"თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ოცნებამ" თავის პარტნიორ „სოციალ- დემოკრატების" ოჯახზე?"

"თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ოცნებამ" თავის პარტნიორ „სოციალ- დემოკრატების" ოჯახზე?"

09/06/2022 08:04:56 პოლიტიკა

"თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ქართულმა ოცნებამ" თავის პარტნიორ „სოციალ- დემოკრატების" ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?!",- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე "ქართული ოცნების" პოზიციას, რომ ეს ოპოზიციის მუშაობის შედეგია.

მანჯგალაძის თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი.

"კრიტიკასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და "ქართულ ოცნებას" არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ "სოციალ - დემოკრატების" ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რასაც საუბრობენ, ეს არის რეალობა, ნიკა გვარამია დაკავებული პოლიტიკური მოტივით და 5 ივლისს ხელისუფლების წაქეზებით არბევდნენ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ "ევროპარლამენტარების სამართლიან კრიტიკას "ქართული ოცნება" ლანძღვა-გინებით არ უპასუხებს".

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S