"ევროპარლამენტის დებატებმა აჩვენა, რომ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები"
09/06/2022 08:14:31 პოლიტიკა
პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის დებატებმა აჩვენა, რომ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები.
"21-ე საუკუნეა, აღარ არის საბჭოთა კავშირის დრო, რაღაც მიტინგებს რომ დახვრეტდნენ ნოვოჩერკასკში ან თბილისში და ვერავინ ვერ იგებდა იმიტომ, რომ ამბავი არ გადიოდა. არ ვართ ჩრდილოეთ კორეაში, არ ვართ მე-19 საუკუნეში, ვართ 21-ე საუკუნეში. ჩვენი ევროპელი პარტრნიორები, მათ შორის ისინი, რომლებსაც ასე გაშმაგებით ლანძღავს "ქართული ოცნება", არიან ძალიან კარგად ინფორმირებულები, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და ეს დებატები ამის დასტურია", – განაცხადა ელისაშვილმა.
„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.


