Accentnews.ge
"სიმართლე არის ჩვენს მხარეს: არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა"

"სიმართლე არის ჩვენს მხარეს: არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა"

09/06/2022 08:34:47 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტში საქართველოზე გამართული კრიტიკული დებატების შემდეგ აცხადებს, რომ სიმართლე „ოცნების“ ხელისუფლების მხარესაა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკა გაუგებარია მოქალაქეებისთვის.

"სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში. კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მოველით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S