Accentnews.ge
მდინარაძე – ევროპარლამენტში დებატებზე: "კატასტროფული სიტუაციის დახატვა საქართველოზე შეტევაა"

მდინარაძე – ევროპარლამენტში დებატებზე: "კატასტროფული სიტუაციის დახატვა საქართველოზე შეტევაა"

09/06/2022 09:13:44 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით და გარეთ გაჩნდა ინტერესი ხელოვნური ბარიერების შექმნის.

"აპრილის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, რომლის შემადგენლობაშიც შედიან 46 ქვეყნის წარმომადგენლები, რეზოლუციაში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და მოვალეობების შესრულებაზე წერია, რომ საქართველოში "გამოხატვის თავისუფლება და მედიაგარემო არის დაცული". როდესაც ერთი თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდოს ევროპის მხრიდან და როდესაც ერთი თვის თავზე ჩვენი ევროპელი კოლეგები გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია და ამ რეალობის საწინააღმდეგო "ფეიკს" ავრცელებენ, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის საქართველოზე შეტევა. ერთი ადამიანის [ნიკა გვარამიას] დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულება/უდანაშაულობაზე, უბრალოდ საუბრობენ იმ "ფეიკებზე", რაც თვითონ მოიგონეს. სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტული ერთი მიმართულებით?.. როდესაც ყველამ იცოდა ეს ენმ–მ საქართველოში, მათმა ლობისტებმა თუ დავალებების მიმცემებმა საქართველოს გარეთ, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან ასეთი დებატები ამ დროს განსაკუთრებით, ამ კონტექსტში არის შემაფერხებელი, მხოლოდ დაბრკოლების შემქმნელი. პირდაპირ დავარქვათ, მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჰქვია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – გუშინ ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს „5 ივლისის მოვლენებსა” და ჟურნალისტთა ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებზე, საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე, ასევეგანაცხადეს, რომ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, . გარდა ამისა აღნიშნეს, რომ "საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S