Accentnews.ge
"ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება, აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს"

"ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება, აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს"

09/06/2022 11:33:14 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება, აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს".

"ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.

ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება.

ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ", – აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S