Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი – ნატო–ს სამიტზე: "საქართველო იმსახურებს პრაქტიკულ დახმარებას"

თავდაცვის მინისტრი – ნატო–ს სამიტზე: "საქართველო იმსახურებს პრაქტიკულ დახმარებას"

09/06/2022 15:00:45 პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ნატო–ს სამიტისგან მოელის კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს პარტნიორებისგან.

"მადრიდის სამიტისგან მოველით მხარდაჭერას, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. საქართველო იმსახურებს პრაქტიკულ დახმარებას. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ცივილურ მსოფლიოს. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები აფასებენ. თებერვალში, როდესაც შევხვდი სტოლტენბერგს ვთხოვე, რომ ის აუთვისებელი თანხა, რაც არის გამოყოფილი ავღანეთისთვის, მიმართონ საქართველოს დახმარებაში. აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდით მარტის თვეში და აქტიურად ვმუშაობთ როგორც ნატო–სთან, ისე ყველა პარტნიორთან საქართველოს მხარდაჭრის გაძლიერებისთვის", – განაცხადა ბურჭულაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S