ნიკა მელია - ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: "ვცდილობდით, წინ დავდგომოდით ამის დადგომას"
09/06/2022 15:14:35 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოზე ევროპარლამენტის მიღებული კრიტიკული რეზოლუციის მიზეზი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებია.
"თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან... ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო, "ქართული ოცნება" ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია - ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას. დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გავაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. და სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.


